Thursday, October 24, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა -"თანამედროვე ტექნოლოგიები მათემატიკაში"

     2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ჩავატარე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. საკვლევი თემატიკა იყო მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია და აკადემიური მაჩვენებლი, რომელიც იყო საკმაოდ დაბალი. სამიზნე ჯგუფი შევარჩიე დაწყებითი-Vკლასი და საბაზო - VIII კლასი. მიზნად დავისახე მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, კერძოდ „ხანის აკადემიის“ და ედმოდოს სოციალური ქსელის გამოყენებით.

კვლევის ანგარიში

Saturday, March 23, 2013

"ფიზიკის როლი ყოფაცხოვრებაში"

  1. სახელწოდება: "ფიზიკის როლი ყოფაცხოვრებაში";
  2. პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით: ყოფაცხოვრებაში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებზე დაკვირვება.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ, დაკვირვების, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარი.
  4. პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ საკუთარი ექსპერიმენტების საფუძველზე, შედეგებზე მსჯელობა და დასკვნების გამოტანა. დამოუკიდებლად შეძლონ ახსნა თუ რა გამოყენება აქვს სხვდასხვა ფიზიკურ მოვლენას ჩვენს ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში.
  5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი;
  6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 დღე;
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე მოამზადებს წინასწარ არჩეულ რომელიმე ფიზიკურ მოვლენაზე, რეფერატს და პრეზენტაციას, ასევე ჩატარებული ექსპერიმენტის ანოტაციას.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო და ვიდეო აპარატურა, ლაბორატორია, დაფა, ცარცი, ფორმატები.
  9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან 3-კაციან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება, ერთ-ერთი ფიზიკური მოვლენა, რომელზეც ჩაატარებენ ექსპერიმენტს და ამ ექსპერიმენტს გადაიღებენ და მოამზადებენ როგორც ფოტო ასევე ვიდეო მასალას, ამის შემდეგ ამ ყველაფერს გამოიყენებენ რეფერატისა და პრეზენტაციის მოსამზადებლად, რომელსაც გაკვეთილზე წარუდგენენ თანაკლასელებს.
  10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტს გავშირი აქვს საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფთან, ასევე ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისია კლასის მიხედვით.
  11. პროექტის ხელმძღვანელი: ლია კურტანიძე
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.kurtanidze@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://lika107.blogspot.com/